კომპანია "მაქს კომფორტი" 2006 წლიდან ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას.
კომპანია "მაქს კომფორტი" აცხადებს შერჩევას სერვისის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
- მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავებაში ჩართულობა;
- სერვისის პროცესის მუდმივი კონტროლი და პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
- სერვისის მოთხოვნის დაფიქსირება და პასუხისმგებელ პირზე გადამისამართება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციური მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- მარაგების ნაშთის მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი და ძველი ნაწილების შემოწმება, შესაბამისი წესით აღრიცხვა/დახარისხება;
- სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვისა და პროცესის კონტროლის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
- გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებას;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით ბენეფიტებს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ასევე სასურველი ხელფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.