კონსულტაცია
კომპანია ანდე როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს ყოვლისმომცველ საკონსულტაციო და სამეთვალყურეო პროფესიონალურ მომსახურებას გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის, წყალმომარაგების სფეროში.
გამოცდილი კონსულტანტების, მაღალკვალიფიციური პროექტანტების, სერტიფიცირებული ტექნიკოსების გუნდის ათწლეულების გამოცდილება საფუძველს გვაძლევს გავუწიოთ მომხმარებელს ფართო სპექტრის კონსულტაცია პროექტირების, ინსტალაციის, საგარანტიო თუ პოსტ საგარანტიო მიმართულებით, როგორც ადგილზე, ასევე, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში.
და მაინც რას ნიშნავს ზედმიწევნით სწორი კონსულტაცია? - ეს არის სწორად შერჩეული პროდუქცია! კომპანია ანდე უსმენს, იაზრებს მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ურჩევს მისთვის საჭირო პროდუქტს, გამოცდილების საფუძველზე ზუსტად გეგმავს და ასრულებს სამუშაოს - მომხმარებლის ხედვის რეალობად გარდასაქმნელად ეძიებს ინდივიდუალიზებულ გადაწყვეტებს და სიზუსტით მოჰყავს სრულყოფაში.