მომწოდებლები

Emtaş Heating Systems - სწრაფი და დინამიურობით გამორჩეული წამყვანი ბრენდი, რომელიც საქმიანობას პროექტირების, წარმოების, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ახორციელებს და მომხმარებელს ესთეტიკურ, ჯანსაღ, შეღავათიან და კომფორტულ პროდუქტებს სთავაზობს.
ბრენდი - Emtaş Radiator 1988 წელს შეიქმნა. იგი 27,000 კვ.მ ფართობზე განთავსებულ საწარმოში ფოლადის პანელურ რადიატორებსა და ქვაბებს აწარმოებს. პროდუქტებს მინიჭებული აქვს ISO 9001 ხარისხის მართვის და EN 442 ევროპული სტანდარტების სერთიფიკატები. Emtaş მიერ წარმოებული რადიატორის შემოწმება ხდება ჰერმეტულობაზე. პროდუქცია შეღებილია მსოფლიო სტანდარტის DIN 5590-ის ელექტროსტატიკური ფხვნილისებრი საღებავით და გრუნტით წყლის საფუძველზე. ჩვენი ყველა პროდუქტი შექმნილია EN 442 სტანდარტების შესაბამისად, ტესტირების შემდეგ, მათი სერთიფიცირება ხდება არსებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
Emtaş ქვაბები ცნობილია გამძლეობით, მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობით, გამოირჩევა გათბობის მაღალი სიმძლავრით.უზრუნველყოფს ეკონომიას და კომფორტს მომხმარებლებისთვის.
Emtaş-ის ყველა პროდუქტს მიღებული აქვს CE, ISO, EN442, TSE, UKR SEPRO და GOST სერთიფიკატები.
Emtaş Heating System- ის მთავარი სტრატეგია მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი საკითხის უსწრაფესი გზით გადაჭრაა. მუდმივად ზრუნავს პროდუქტის ხარისხის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.