მომწოდებლები

ATADEMİR TOURISM CONSTRUCTION MACHINE INDUSTRY AND COMMERCE - კომპანია 1988 წელს დაარსდა. გათბობის მოწყობილობების სფეროში 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით, 2007 წელს, კომპანიამ დაიწყო ემალირებული, წყლის სწრაფი გამაცხელებლების წარმოება. წარმოდგენილია ერთკონტურიანი და ორკონტურიანი თბომცვლელები, შემნახველი ავზები, წყლის ელექტრო გამაცხელებლები და ჰაერის სეპარატორები ბადოვანი ფილტრით. 2016 წელს, კომპანიამ დაიწყო დახურული ტიპის საფართოებელი ავზების, ფირფიტოვანი თბოგადამცემების, ჰელიოკოლექტორებისა და ჰიდრავლიკური სეპარატორების წარმოება. შესაბამისად, მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტების უმეტესობის მიწოდება, ჩვენი კომპანიის მიერ ხდება.
ჩვენი ქარხანა, 4.000 კვ.მ. თანდართული სივრცით, განთავსებულია 5 500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე და თანამედროვე აღჭურვილობის მეშვეობით, ევროპული სტანდარტებისა (EN 12897) და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად ოპერირებს.
რატომ Ataboyler? -აღნიშნული თურქული წარმოების პირველი და ერთადერთი 6000 ლიტრიანი წყლის სწრაფი გამაცხელებელია, რომელსაც გააჩნია ემალირებული ფირფიტოვანი ტენი.
გალვანიზებული ფირფიტა დაფარულია ელექტროსტატიკური ფხვნილით:
ყველა წყლის გამაცხელებლის გარე ზედაპირები წარმოებულია ელექტროსტატიკური ფხვნილით დაფარული გალვანიზებული ფირფიტებით. შესაბამისად, პროდუქტი სრულად დაცულია წყლის გამაცხელებლის გარე ზედაპირზე კოროზიის წარმოქმნისა და საღებავის შესაძლო დაზიანებისგან.
ორმხრივი ქუროს გამოყენება:
ქუროს შიდა ნაწილი, რომელიც გამოიყენება წყლის გამაცხელებელში, არ არის ემალირებული, შესაბამისად, ჩვეულებრივ, წყალთან შეხებისას, აღნიშნული, დროთა განმავლობაში იჟანგება. მიუხედავად ამისა, ჩვენი 5სმ-ის მქონე ქუროს შემთხვევაში, რომელიც გამოიყენება წყლის გამაცხელებელში, 2,5 სმ-ის მქონე ნაწილზე შვერილებია წარმოდგენილი, ხოლო ქუროს მეორე 2,5 სმ-ის მქონე ნაწილი, გლუვი ზედაპირისაა. ემალით დაფარვის პროცესის დროს, ხდება მხოლოდ გლუვი ზედაპირის ემალირება, ხოლო მეორე ნაწილი უერთდება წყლის გამაცხელებელს. ამგვარად, სრულად ხდება კოროზიის თავიდან აცილება.
ემალირებულ შემნახველ ავზზე საწმენდი მილტუჩის გამოყენება:
ემალირებულ შემნახველ ავზზე საწმენდი მილტუჩის გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელი გაყვანილობაში წყლისგან გამოწვეული ნარჩენების და ჭუჭყის მოშორება.
ხარისხი და საიმედოობა:
ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია „ხარისხის უზრუნველყოფის“ პრინციპის დაცვა. წყლის გამაცხელებლებში გამოყენებული გალვანიზებული ფირფიტები შეესაბამება Erdemir 6222 ხარისხს (ნახშირბადის შემცველობა ნაკლებია 8%-ზე), ხოლო ხვეული მილები დამზადებულია მაღალკვალიფიციური Borusan კომპანიის მიერ. ავტომატიზებული შედუღების აპარატების, ემალით დაფარვის დანადგარების და სამრეწველო დანიშნულების ღუმელების მეშვეობით, ემალით მოპირკეთების ხარისხმა უმაღლეს სტანდარტს მიაღწია. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ჩვენ ვუცხადებთ ნდობას წყლის გამაცხელებლებს და გავცემთ 3 წლიან გარანტიას, ყველა ქარხნული წუნის შემთხვევაში.