მომწოდებლები

გამოცდილება მოიცავს დიდი წარმატებისა და ინოვაციების 90 წელზე მეტი ხნის პერიოდს, რაც ითვალისწინებს ენერგიის ყველა ფორმის ეფექტურად გამოყენების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს არის შესაძლებლობა, „გააფართოვო თვალსაწიერი“, ყოველთვის დაისახო ახალი მიზნები, რომელიც Riello კომპანიის ისტორიის ძირითად ქვაკუთხედებს ქმნის. კომპანიის დამფუძნებელი, პილადე რიელო, გამოირჩევა იტალიელ მეწარმეთა შორის, რომელთაც გასული საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მისი წარმოუდგენელი ინტუიციის, განსაკუთრებული ინიციატივისა და შეუპოვრობის წყალობით, 1922 წელს, პილადე რიელომ დააფუძნა "OFR Officine Fratelli Riello" ლენიაგოში (ვერონა), ხოლო ერთი წლის შემდეგ, პურის ღუმელებისთვის პირველი მსუბუქი ზეთის სანთურა შემუშავდა. ეს იყო ხანგრძლივი ისტორიის დასაწყისი, რომლის თავები ყოველდღიურად იწერება. Riello კომპანიის ორგანიზაციული მოდელი ფოკუსირდება სამეწარმეო პროცესების და პროდუქტების ხარისხზე, საქმიანობის დამოუკიდებლობაზე, ეფექტურ კომერციულ სტრატეგიებსა და მომსახურების ეფექტიანობაზე. სამეწარმეო ვალდებულებამ კომპანიის ძირითადი პროდუქტის - სანთურის - მიმართ, გზა გაუკვალა Riello-ს ჰქონოდა ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველაზე მოწინავე საწარმოო სტრუქტურა მსოფლიოში. ეს არის თანამედროვე და ეფექტური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მაღალკვალიფიციური ტექნიკური, სამრეწველო და კომერციული უნარების ნაზავს. ლენიაგოში (ვერონა) არსებული საწარმოო ქარხნიდან, სადაც კომპანია იყო დაფუძნებული, Riello-ს სანთურების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტი დაიწყო. ამგვარი წარმატების ძირითად გასაღებს წარმოადგენდა მოწყობილობის თითოეული კომპონენტის ინტეგრირებული გზით შემუშავების შესაძლებლობა, რათა უაღრესად დიფერენცირებული დიაპაზონის და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება მომხდარიყო. როგორც პროფესიონალებს ეკოლოგიური კეთილდღეობის საკითხების მიმართულებით, Riello-ს გააჩნია გადაწყვეტილებები მოწყობილობების საყოფაცხოვრებო, პროფესიული, კომერციული და საწარმოო დანიშნულებით გამოყენების მიზნით. 1922 წელს, პირველი სანთურის შექმნის შემდეგ, კომპანია Riello ინდუსტრიაში ყოველთვის გლობალური ლიდერის პოზიციით სარგებლობდა. წარმოების არეალის გაფართოების მიზნით, კომპანია დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებდა ინვესტიციებს, რათა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა პროდუქციის ძალიან ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც კომფორტის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება.