კომპანიის შესახებ
კომპანიის შესახებ
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის, წყალმომარაგების კომპამია ანდემ საქართველოს საცალო და საბუთუმო ბაზარზე ოპერირება 2006 წლიდან დაიწყო. პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი ის ძირითადი პრინციპებია, რომლითაც კომპანია დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს და რამაც მოკლე დროში უზრუნველყო ამ სფეროში წამყვანი კომპანიის სახელის დამკვიდრება.
კომპანია ანდე, როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორატიულ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქციისა და მაღალი ხარისხის სერვისის გარდა კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას, შეუფერხებელ საგარანტიო და საგარნტიო ვადის შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სტაბილურობისა და ზრდის საფუძველია პროდუქციის ფართო სპექტრი და ასორტიმენტი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტომენტს და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
კომპანიის წარმატების გასაღები მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მჭიდრო და გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება, ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლის საჭიროების ზუსტი დადგენა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.
რატომ ჩვენ? ის რაც არსებულ ბაზარზე გამოარჩევს კომპანია ანდეს ის მიდგომებია, რომელიც ჩვენი თოთოეული თანამშრომლი ხელმძღვანელობს; ესენია
![]() |
მომხმარებლზე ორიენტირებულობა, რომელიც ემყარება პასუხისმგებლობას, ერთგულებასა და პროფესიონალიზმს |
![]() |
მომხმარებლის უზრუნველყოფა უსაფრთხო, საიმედო, ხარისხიანი პროდუქციით |
![]() |
მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესება კომფორტისა და ინოვაციური, ენერგო ეფექტური პროდუქციის მიწოდებით |
![]() |
მომწოდებლებთან და მომხმარებელთან პარტნიორული თანამშრომლობის დამყარება, რომელიც უშუალო და კეთილსინდისიერი ურთიერთობის სინთეზის საფუძველზე ხორციელდება |
![]() |
მეგობრული და მშვიდი გარემოს შექმნა მომხმარებლისათვის, სადაც პროდუქტის გაყიდვით არ მთავრდება ურთიერთობა. ბრენდი რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე და გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე. |
![]() |
იყოს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც ითვალისწინებს ეთიკურ ღირებულებებს და იცავს კანონმდებლობას |
კომპანია ანდეს კრედოა ემსახუროს საზოგადოებას კეთილსინდისიერად, რათა რეპუტაცია ყველაზე ღირებული აქტივია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად მოტივირებულბები სრულფასოვანი მომსახურება გავუწიოთ მომხმარებლს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, საინჟინრო მიდგომების დაყრდნობით როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის სრული ციკლი და ნებისმირი სირთულის საიჟინრო გადაწყვეტილებები.
კომპანია ანდე მუდამ მზადაა უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი გარემო, გახადოს იგი მეტად სასურველი და კომფორტული, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი – პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის ერთგულებაა.
მისია
ჩვენი მისიაა ინოვაციური, ენერგოეფექტური პროდუქციისა და სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით მომხმარებელზე
ორიენტირებული მომსახურების დამკვიდრება. ხელსაყრელი გარემოს შექმნა გათბობა, გაგრილების, ვენტილაციისა და
წყალმომარაგების სფეროში. ჩვენი მიზანია მუდმივად ვესწრაფოდეთ არა მხოლოდ დავაკმაყოფილოდ მომხმარებლის მოთხოვნები და
საჭიროებები, არამედ გადავაჭარბოთ მოლოდინს და გავხდეთ მათი ერთგული გრძელვადიანი პარტნიორი. განვავითაროთ საქმიანობის
არეალი და მხარი დავიჭიროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს ბაზარზე.
ღირებულებები
ჩვენ ღირებულებაა საინჟინრო მიდგომებზე დაყრდნობით საიმედო, ღია, კეთილსინდისიერი ურთიერთობების შექმნა, რომელიც
დაფუძნებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე, პროფესიონალურ მიდგომებზე თუ შრომისმოყვარეობაზე, რათა მაქსიმალურად შევიცნოთ
მომხმარებლის მოთხოვნები.
ხედვა
ჩვენი ხედვაა ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უახლესი ტექნოლოგიების დროული დანერგვის, მრავალფეროვანი არჩევანის შექმნის, მაღალი ხარისხის სტანდარტების და მუდმივი განვითრების გზით