არსებული აბრივიატურა სრულად გამოხატავს შემდეგ მიმართულებებს გათბობა - heating ; ვენტილაცია - ventilation ; გაგრილება - air conditioning.
კითხვა პასუხი
ენერგოეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია როგორც ახალი მშნებლობის ასევე არსებული შენობის შემთხვევაში. მთავარია იზოლირებული იყოს შენობის ის ნაწილები, რომელიც უშუალო შეხებაშია გარემოსთან: გარე კედლები, ფანჯრები და სახურავი. თავდაპირველად აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რა თბოდანაკარგი აქვს ბინას. რეკომენდირებულია გავაკეთოთ თბო-პროექტი. კომპანია „ანდეში“ სპეციალისტები მუშაობენ სპეციალურ პროგრამაში, რომლის საშუალებითაც აბსოლიტური სიზუზტით ხდება ბინის თბოდანაკარგის დათვლა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბოლო სართულს სხვა თბოდანაკარგი აქვს, კუთხის ბინას და შუა ბინას - სხვა თბოდანაკარგი. ალბათ ხშირად გსმენიათ : „ჩემი გათბობა ბევრს წვავს“ და ა.შ. სწორად პროექტირების, სწორად შერჩეული ქვაბის თუ რადიატორების რაოდენობის შემთხვევაში მომხმარებელს მსგავსი პრობლემა არ ექმნება. ასევე, მეტი ენერგოეფექტურობის და ნაკლები დანახარჯის მისაღებად უმჯობესია გათბობის სისტემის დაკომპლექტებაში გამოვიყენოთ რადიატორის თემოვინტილები და ჭკვიანი თემოსტატი.
ერთკონტურიანი ქვაბი - შედარებით მარტივი და იაფი საშუალებაა, მას კორპუსში გააჩნია ერთი სპირალი და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ გათბობის მიზნით. რაც შეეხება ცხელ წყალს, რომელიც გჭირდებათ საყოფაცხოვრებო მიზნით, ერთკონტურიანი ქვაბის საშუალებით, მას ვერ მიიღებთ. ორკონტურიანი ქვაბი - გადაგიწყვეტთ ორივე ამოცანას, მას კორპუსში გააჩნია ორი სპირალი და გამოიყენება როგორც გათბობის მიზნით, ასევე წყლის გასაცხელებლად.
გათბობის სისტემის ქვაბი ღია წვის კამერით - იყენებს იმ შენობაში არსებულ ჰაერის ნაკადს, რომელშიც ის იმყოფება. ნამწვი კი გამოიტყორცნება კვამლსადენიდან. ამ დროს 1 მ3 გაზის წვისთვის საჭიროა 12 – 15 მ3 ჰაერი, რაც მუდმივად უნდა იყოს სათავსოში, სადაც ქვაბია მოთავსებული. ასეთი ქვაბის შეძენის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს და უზრუნველყოფილი იქნეს იმ ოთახის ვენტილაცია, სადაც ქვაბი იქნება დამონტაჟებული. აგრეთვე სახლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კვამლსადენი, რომელიც უზრუნველყოფს წვის პროდუქტების გარეთ გადინებას. გათბობის სისტემის ქვაბი დახურული წვის კამერით - მოწყობილია ისე, რომ წვისათვის საჭირო ჰაერის შედინება ქვაბში და წვის პროდუქტების უკან გადინება, ხდება იძულებით, სპეციალური ვენტილიატორის მეშვეობით და სპეციალური კოაქსილური კვამლსადენის საშუალებით (მილი მილში). ასეთი მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ჰაერის მოწოდება მოხდეს როგორც შენობიდან, ასევე ქუჩიდან. ამ დროს ერთი მილიდან ხდება ჰაერის მიწოდება, ხოლო მეორედან, წვის პროდუქტების გარეთ გატანა. ეს საშუალებას იძლევა ქვაბის მონტაჟი უფრო კომპაქტურად განხორციელდეს. ამავდროულად, ასეთი ქვაბის მონტაჟი შესაძლებელია შენობებში, რომელიც არ არის აღჭურვილი სტაციონალური კვამლსადენით.
დასადგამი ქვაბის გამოყენება რეკომენდებულია დიდ საცხოვრებელ ფართში, დიდი ზომის კოტეჯებში, აგრეთვე დიდი ფართის საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. ასეთი ქვაბები გამოირჩევა სანდო ავტომატიკით, დიდი სიმძლავრით, ხმაურის დაბალი დონითა და უსაფრთხოებით. მათთვის აუცილებელია წინსწარ იყოს დაპროექტებული საკვამური მილი. კედლის ქვაბის გამოყენება რეკომენდებულია ქალაქური ტიპის, მცირე, საშუალო და დიდი საცხოვრებელი ფართების, ოფისების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობებისათვის. იგი გამოირჩევა კომპაქტურობითა და მცირე მასით.
სასურველია, თუ ქვაბის სიმძლავრე გამოთვლილი იქნება მანამდე, სანამ მიმდინარეობს იმ საცხოვრებელი სახლის, თუ შენობა - ნაგებობის მშენებლობა და რემონტი, სადაც ის შემდგომში უნდა დამონტაჟდეს. მაგრამ თუ შენობა უკვე აშენებულია, ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა ხდება მიახლოებით ასე: 10 მ2 - ზე ანგარიშობენ 1კვტ სიმძლავრეს თუ ჭერის სიმაღლე 2,5 - 3 მეტრია. ანუ, მაგალითად, თუ საცხოვრებელი სახლის ფართია 150 მ², გათბობის ქვაბის სიმძლავრე არ უნდა იყოს 15 კვტ - ზე ნაკლები. აუცილებლად გასათვალისწინებელია, სველი წერტლის რაოდენობა და ფართის თბოდანაკარგი. თუმცა, აგრეგატის ზედმიწევნით სწორად შერჩევისთვის რეკომენდირებულია კონსილტაციის გავლა სპეცილისტთან და პროექტირება. ამისათვის, კი საჭიროა მხოლოდ ერთი ზარი 032 152 152
კონვექციური - მოწყობილობების ეფექტურობის თეორიული მაქსიმუმი, ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებში მუშაობისას შეადგენს 92-93% -ს.(თეორიულადაც გარდაუვალია გარკვეული რაოდენობის სითბოს კარგვა ნამწვი აირების გატყორცნისას). კონვექციური ტიპის მოდელებში რეალურ პრაქტიკაზე რეალიზებულია-მიღწეულია ეფექტურობის 90-91% მაჩვენებელი. ჩვეულებრივ გათბობის ქვაბში სისტემიდან ცივი წყალი შედის თბომცვლელში, სადაც ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილი სიმხურვალე გადაეცემა და წყალი ცხელდება. მიღებული ცხელი წყალი უბრუნდება გათბობის სისტემას და ათბობს რადიატორებს, საიდანაც სითბო ოთახებში ნაწილდება. ასეთი ქვაბების ენერგოეფექტურობა 92%-მდე აღწევს, ესეც ოპტიმალურ პირობებში. დარჩენილი დაახლოებით 8%-ანი დანაკარგი გამონაბოლქვის სახით გამოიდევნება საკვამურიდან. ამ დროს გამონაბოლქვის ტემპერატურა 120-150 გრადუსია. გამონაბოლქვს ასევე თან ახლავს აირის დაუწვავი ნარჩენები, რაც გარემოს აზიანებს. საკონდენსაციო კედლის - ქვაბის მწარმოებლები აცხადებენ რომ ისინი ეფექტურობასაც ზრდიან და გარემოზე მიყენებულ ზიანსაც ამცირებენ. ეს კი ორი თანამედროვე ტექნოლოგიის კომბინირებით მიიღწევა. პირველი ესაა ჰაერისა და ბუნებრივი აირის ოპტიმალური შერევა. თბომცვლელის დიზაინი და ჭკვიანი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. ეს დაახლოებით 6%-ით ზრდის წვის ეფექტურობას. წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირების ტემპერატურა აქაც 120-150 გრადუსს აღწევს, თუმცა ისინი საკვამურ მილში გადასვლამდე კიდევ ერთ პროცესს გადიან. კონდენსაციური თბომცვლელი ცხელ აირებს ახვედრებს სისტემიდან შემომავალ ცივი წყლის ნაკადებს. ამ დროს აირის სიმხურვალე გადაეცემა წყალს, რომელიც შემდეგ გადადის მთავარ თბომცვლელში და ალით დამატებით ცხელდება საჭირო დონემდე. ნამწვი გაზის ტემპერატურა 55 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, რა დროსაც ნამწვიდან წარმოიქმნება კონდენსატი, რაც ქვაბიდან სპეციალური მილით წყლის სახით გამოიდევნება. შედეგად, მაქსიმალურად გამოიყენება ბუნებრივი აირის წვით მიღებული ენერგია. ქვაბების ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე ტესტირებისას, სანთურის მიერ გენერირებული სითბოს სასარგებლო ათვისების ეფექტურობის მაჩვენებელმა შეადგინა 98%. მიღწეული ეფექრურობის მაჩვენებელი აღემატება ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების თეორიულ მაქსიმუმს, გამომდინარე იქიდან რომ ახალი თაობის მოწყობილობაში ახალი ტიპის ფუნქციონალური კონსტრუქსიის წვის კამერაში ხორციელდება წვის შედეგის-ნამწვის მაქსიმალურად გაგრილება, მასში არსებული ორთქლების კონდენსაციის ტემპერატურამდე. შედეგად ათვისებული სასარგებლო სითბო შეადგენს კონვექციური და კონდენსაციისას გამოყოფილი სითბოს ჯამს-98%, ხოლო გაგრილებული ნამწვის სახით გატყორცნილი თბოდანაკარგი შეადგენს მიზერულ- 2%. ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების მიმართებაში-შედარებისთვის, საკონდენსაციო მოწყობილობის ეფექტურობის მაჩვენებელი სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც 110% ეფექტურობა.
მონოთერმული თბომცვლელი გამოიყენება გათბობის კონტურისათვის. ის შედგება მილებისა და მორჩილული სპილენძის ფირფიტებისგან. ასეთი ტიპის ქვაბებში ცხელი წყლის მისაღებად გამოიყენება დამატებით მეორე თბომცვლელი. ბითერმული თბომცვლელი - შედგება კოაქსილური ორმაგი მილის და სპილენძის ფირფიტოვანი თბომცვლელისგან. შიგა მილი გამოიყენება ცხელი წყლის, ხოლო გარე - გათბობის კონტურისთვის. ასეთი თბომცვლელები არ საჭიროებენ დამატებით ჰიდრავლიკურ კვანძებს, სამსვლიან სარქველსა და მეორე თბომცვლელს. ეს აიაფებს ქვაბის ღირებულებას, მაგრამ აქვს ნაკლოვანებები. უარყოფით მხარედ ითვლება ის, რომ ცხელი წყლის რაოდენობას შეზღუდულად იძლევა. შესაბამისად, ნაკლებ ცხელ წყალს ვღებულობთ ვიდრე ქვაბებში, რომლებსაც მეორე თბომცვლელი აქვთ. გარდა ამისა, ასეთი ქვაბების გამოყენება არაა რეკომენდირებული ხისტი წყლის შემთხვევაში (წყალი რომელიც შეიცავს ჭარბ მარილებს). გათბობისა და ცხელი წყლის კონტურებში წყლის ტემპერატურის ცვალებადობა იწვევს თბომცვლელში მარილების ინტენსიურ გამოლექვას. ესეიგი: ბითერმული - ერთი წვის კამერაში ცხელდება როგორც გათბობის წყალიც ასევე ონკანისაც მონოთერმულის- დროს გათბობის წყალი ცხელდება გაზის წვის კამერაში, ხოლო ონკანის წყალი ცხელდება დამატებით პატარა რადიატორში რაც თავის მხრივ თბება გათბობის წყლით.
გათბობის სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რადიატორია. რადიატორის არჩევა, განლაგების დაგეგმარება და ფასები არის ის სირთულეები, რომლებსაც აუცილებლად წააწყდებით გათბობის სისტემის დამონტაჟებისას. რადიატორის ტიპები -გათბობის სისტემის რადიატორები ძირითადად არის ორი სახის, - სექციური და პანელური. პანელური რადიატორი ერთიანი კონსტრუქციაა, სექციური კი, როგორც სახელიდანაც ჩანს, სექციებისგან შედგება და თქვენი სურვილისამებრ აწყობთ თითოეული წერტილისთვის სასურველ სიგრძეს. ერთი სექციის სიგანე საშუალოდ 8,0 სმ-ია, ხოლო სიღრმე 8,5 სმ. გარდა დიზაინისა, რადიატორები განსხვავდება მასალითაც. არსებობს ფოლადის, თუჯის, ალუმინის და ბიმეტალის შენადნობებისგან დამზადებული რადიატორები. არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ როგორც ფასი, ისე რადიატორის წონა და თბოგაცემის კოეფიციენტი. თბოგაცემის კოეფიციენტი დამოკიდებულია ხურების ფართობზე და გამოყენებულ მეტალზე.
საშუალოდ 600*1000 მმ ზომის პანელური რადიატორი ათბობს 18 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით. ასევე 1 სექცია 600 მმიანი ალუმინის რადიატორი ათბობს 1,2 კვადრატამდე საცხოვრებელ ფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით.
გამოიყენება ორი სახის მილი: მინაბოჭკოვანი და მეტალო პლასტიკის მილები.
წყალგაყვანილობაში სისტემის სწორად და სტაბილურად ფუნქციონირება დამოკიდებულია მილებზე. აუცილებელია მათი სწორად შერჩევა, დანიშნულების, მონტაჟის ტიპის ,მასალის, ხარისხის და დიამეტრის ზომების გათვალისწინებით. პოლიპროპილენის მილებმა (PPR) აღმოჩენიდან ფართო გამოყენება ჰპოვა სხვადასხვა სახის წარმოებაში. განსაკუთრებით პოლიპროპილენის გამოყენებამ ჩაანაცვლა ლითონის მილის გამოყენება წყალგაყვანილობის სისტემებში. მისი ეფეტურობა იმაშია, რომ ლითონის მილისგან განსხვაბით არ წარმოიქმნება კოროზია. პოლიპროპილენის მილის შიგა ზედაპირი არის გლუვი და სწორი, რის გამოც მასში არ ხდება ნალექისწარმოქმნა. იგი არის ჰიგიენურად სუფთა, ელასტიური და ადვილად დასამონტაჟებელი როგორც ცხელი ასევე ცივი წყლის გაყვანილობისთვის. პოლიპროპილენის მილები არსებობს სამი სახის: 1.პოლიპროპილენის ცივი წყლის მილი 2. პოლიპროპილენის მინაბოჭკოვანი ცხელი წყლის მილი 3. პოლიპროპილენის შიდა და გარე ალუმინის ფოლგიანი ცხელი წყლისმილი;
მეტალოპლასმასის მილი Pex-al-pex, pert-al-pert, Pex-b რომელიც არის იზოლაციით და იზოლაციის გარეშე გამოიყენება: ცხელი და ცივი წყალ -გაყვანილობისათვის, სასმელი და სარწყავი სისტემისთვის. ყველაზე ფართოდ კი გაზის, იატაკქვეშა, (კოლექტორული სისტემა) და გათბობის სისტემის გაყვანილობისთვის. მეტალოპლასმასის მილის უპირატესობებია მარტივი მონტაჟი, ასევე არ საჭიროებს გადასაბმელ ფიტინგებს, არის მსუბუქი და მოქნილი. შიდა გარსი არის გლუვი არ იკეთებს „ნაკიპს“ და არ უჩნდება კოროზია. ის ელასტიურია და მისი მოკეცვა მცირე რადიუსით შესაძლებელია ხელით. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არ შედის წყალთან რეაქციაში.
გოფრირებული პოლიეთილენის მილი გამოიყენება ადგილობრივი კანალიზაციის სისტემებში, ფართოდ გამოიყენება გარე წყალმომარაგების მიზნით. ამ ტიპის მილს ახასიათებს დიდი ზომის დიამეტრ 250-დან 850 მმ-მდე. სამონტაჟო რეკომენდებული სიღრმე დაახლოებით 15 მეტრია. გოფრირებული კედლის არსებობის გამო არის ძლიერი და ხისტი, აქვს გლუვი შიდა მხარე.
ფიტინგები არის მილების დამაკავშირებელი მუხლები და მცირე დეტალები, რომლებიც სისტემის აწყობისთვისაა საჭირო. აუცილებელია მათი სწორად შერჩევა, დანიშნულების, მონტაჟის ტიპის, მასალის, ხარისხის და დიამეტრის ზომების გათვალისწინებით. არსებობს შემდეგი სახის ფიტინგები : პოლიეთილენის მილის ფიტინგები ; საკანალიზაციო მილების ფიტინგები; ლითონის ფიტინგები ; შესადუღებელი ფიტინგები; ხრახნიანი ფიტინგები; Push ფიტინგები; ჩასასმელი ფიტინგები; კუმშვადი ფიტინგები და გადამყვანი ფიტინგები
თუ მაგისტრალში წყლის წნევა აღემატება დასაშვებ ნორმას, წყლის გახცელების დროს ბაკი რომ არ დაზიანდეს უკუსარქველიდან წყლის წვეთა დასაშვებია. მაგისტრალში თუ წყლის წნვა აღემატება 6 ბარს, აუცილებელია რედუქტორის დაყენება.
კასეტური კონდიციონერი მიეკუთვნება სპლიტ სისტემას, რომლის შიგა ბლოკი მონტაჟდება შეკიდულ ჭერში. შედეგად ბლოკი იფარება და ჩანს მისი მხოლოდ ქვედა ნაწილი, რომელიც დაფარულია დეკორატიული პანელით. შიდა ბლოკის სტანდარტული ზომებია 60X60 სმ. სისტემიდან მიწოდებული ჰაერი თანაბრად ნაწილდება ოთხივე მიმართულებით.
ყველაზე გავრცელებული კედლის, ანუ კედლის ტიპის სპლიტ-სისტემის კონდიციონერია, რომელსაც საცხოვრებელ ბინებში ფართო მოხმარების გამო ხშირად საყოფაცხოვრებო კონდიციონერსაც უწოდებენ. ამას გარდა მისი დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ საშუალო ზომის დაწესებულებაში, ბინაში, ოფისში, მაღაზიაში და ა.შ. მათი სიმძლავრე 2-7 კვტ საშუალებას იძლევა გააგრილოს ან გაათბოს 15-80 მ2 ფართი. კედლის კონდიციონერი შედგება ერთი გარე და ერთი შიდა ბლოკისაგან, რომლებიც ერთმანეთთან სპილენძის მილებითა და ელექტრო გაყვანილობითაა დაკავშირებული. სპლიტ-სისტემების ფაქტიურ სტანდარტად ითვლება ჰაერის ღამის რეჟიმი, ტემპერატურის ავტომატური კონტროლი, ჰაერის ნაკადის თანაბარი განაწილების ფუნქცია, ელექტროსტატიკური, ანტიბაქტერიალური ფილტრები, რომლებიც წმენდს ჰაერს მტვრისაგან, მიკროორგანიზმებისაგან და არასასიამოვნო სუნისგან. მულტისპლიტ კონდიციონერები იგივე სპლიტ-სისტემების ნაირსახეობაა. მათი მთავარი განსხვავება ისაა, რომ გარე ერთ ბლოკს უკავშირდება რამოდენიმე შიდა ბლოკი. მულტისპლიტ-სისტემების დახმარებით შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ოთახში ჰაერის გაგრილება ან გათბობა. ეს სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ფართობის სახლის, ოფისების, საწარმოების და ა.შ პირობებში. მულტისპლიტ კონდიციონერები ისევე, როგორც კედლის კონდენციონერები, ჰაერის გაწმენდის და გამოშრობის, ღამის რეჟიმის, ტემპერატურის ავტომატური კონტროლის და ა.შ ფუნქციებითაა აღჭურვილი.
ქსელური კონდიციონერის შიდა ბლოკი ისევე როგორც კასეტურის, დამალულია შეკიდულ ჭერში, მაგრამ განსხვავდება მისგან ჰაერგამტარი სისტემით, რომელიც ისეა განლაგებული მთელს ჭერზე, რომ ჰაერი სპეციალური ჩარჩო-გისოსებიდან თანაბრად ნაწილდება. ასეთი სპლიტ-სისტემა რამოდენიმე ოთახის ერთდროულად კონდიცირების საშუალებას იძლევა. მათი სიმძლავრე 25კვტ-მდეა, რაც საკმარისია მრავალოთახიან სახლში ან ოფისში ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ქსელური კონდიციონერების უპირატესობაა ის, რომ მათ შეუძლიათ შენობაში ჰაერის როგორც გაგრილება, ასევე გათბობა ძალიან დაბალ ტემპერატურის შემთხვევაშიც კი. აგრეთვე თუ თქვენთვის აუცილებელია ჰაერის გაწმენდა (მაგალითად თამბაქოს ბოლისგან), შესაძლებელია ნებისმიერი დამატებითი ფილტრის დაყენება.
ჭერის და იატაკის კონდიციონერი სპლიტ-სისტემის კიდევ ერთი ვარიანტია, რომლის შიდა ბლოკი დამონტაჟებულია ან იატაკზე, კედელზე მიბჯენით, ან ჭერზე (თუ ის შეკიდული არ არის). იატაკზე განლაგების შემთხვევაში ჰაერის ნაკადი ვერტიკალურად მაღლა მიემართება, ჭერზე განლაგებისას კი ჰორიზონტალურად, ჭერის გასწვრივ. ასეთი გადაწყვეტის უპირატესობა არის ის, რომ ჰაერის ნაკადი პირდაპირ არასოდეს ხვდება ადამიანებს.
ვერ მიიღე კითხვაზე პასუხი?მოგვწერეთ დეტალურად თქვენი კითხვა და ჩვენ მალე გიპასუხებთ. |
შეკითხვის დასმა
|