მომწოდებლები
1870 წელს მიზანდასახულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად ივასაკი იატარომ, მიცუბიშის გადამზიდი კომპანია დააარსა. იმ დროს იაპონიას ფეოდალური იზოლაციის ბორკილები ახალი მოხსნილი ჰქონდა და ცდილობდა დასავლეთის ქვეყნებს დასწეოდა განვითარების თვალსაზრისით. იატაროს ბიზნესი სწრაფად გაიზარდა და თანდათანობით დაიწყო წარმოებისა და ვაჭრობის ახალი დარგების ათვისება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომპანია მიცუბიში დაიხურა. თუმცა, დამოუკიდებელი კომპანიები, რომლებიც ძველი მიცუბიშის კომპანიის საფუძვლებზე აღმოცენდნენ, დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას უმეტეს სამრეწველო დარგებში. იატარო ივასაკი დაიბადა კუნძულ შიკოკუზე მდებარე ქალაქ კოტში, სადაც ტოსების ძლიერი კლანი ცხოვრობდა. იგი ამ კლანში მუშაობდა და ვაჭრობაში წარმატებას ოსაკასთან ერთად მიაღწია. 1870 წელს მან დააარსა საკუთარი საზღვაო კომპანია Tsukumo Shokai. კომპანიის პირველი სამი ხომალდი ტოსას კლანმა შექმნა. ასე დაიწყო მიცუბიშის ისტორია. 1872 წელს კომპანიის სახელი შეიცვალა და დაერქვა Mitsukawa Shokai, ხოლო 1874 წელს გამოჩნდა Mitsubishi Shokai. იატარომ კომპანიის ემბლემაში გააერთიანა სამი მუხის ფოთოლი ტოსების კლანის გერბიდან და სამი რომბი საკუთარი ოჯახის გერბიდან. ამ ემბლემის საფუძველზე კომპანიას სახელი Mitsubishi შეარქვეს, რაც "სამ რომბს" ნიშნავს. 1874 წელს იატარომ იაპონიის ჯარების ტაივანში ტრანსპორტირება საკუთარი სახსრებით კერძოდ კი, გემებით უზრუნველყო. აღნიშნული საქციელისთვის მთავრობამ მადლიერების ნიშნად 30 გემი გადასცა საჩუქრად. 1875 წელს იატარომ კომპანიის სახელი კვლავ შეცვალა და Mitsubishi Mail Steamship დაარქვა. Mitsubishi Mail Steamship-მა მომსახურების მიწოდება ჩინეთისა და რუსეთისთვის დაიწყო, ფაქტიურად მონოპოლია საზღვარგარეთ გადაადგილების ყველა მარშრუტზე აიღო. თუმცა, 1880-იანი წლების დასაწყისში მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა და მთავრობამ Mitsubishi-ს კონკურენტების დაფინანსება დაიწყო. შემდგომში არსებულმა კონკურენციამ თითქმის ორივე კომპანია განადგურებამდე მიიყვანა. სახელმწიფოს მხრიდან ჩარევამ მხოლოდ დროებით უზრუნველყო მშვიდობიანი მორიგება. სასტიკი დაპირისპირება 1885 წელს იატაროს გარდაცვალების შემდეგ კვლავ განახლდა. შემდეგ კომპანიას მისი ძმა, იანოსუკი ხელმძღვანელობდა. მთავრობამ დაპირისპირება 1885 წელს კომპანიების გაერთიანებით დაასრულა. ასე შეიქმნა უდიდესი იაპონური გადაზიდვების კომპანია Nippon Yusen. დღეს იგი ცნობილია როგორც NYK Line. Mitsubishi იზრდებოდა და ახალ ბიზნეს-საქმიანობას უყრიდა საფუძველს იონოსუკე ივასაკის მმართველობით. მან შეიძინა კიდევ უფრო მეტი მაღარო, სადაც იქმნებოდა რესურსები Mitsubishi- სა და იაპონიის განვითარებადი ინდუსტრიისთვის. გარდა ამისა, იონოსუკემ კომპანიის დასახელება შეკვეცა და ამოიღო სიტყვა " Steamship". 1890 წელს მან საიმპერატორო სასახლის გვერდით 1 მილიონ დოლარად დაჭაობებული 80 ჰექტარი ტერიტორია იყიდა. იონოსუკეს ინვესტიციები, რომლებიც იმ დროს არაგონივრული იყო, ახლა მილიარდობით დოლარს შეადგენს. 1893 წელს კომპანიის ხელმძღვანელი გახდა იატაროს ვაჟი ჰისაია. მან განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო და მიცუბიშის რეფორმირება მზარდი საწარმოს სტრუქტურის მხარდასაჭერად მოახდინა. მან ჩამოაყალიბა ქვედანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ საბანკო საქმის, უძრავი ქონების, ვაჭრობისა და მენეჯმენტის, აგრეთვე სამთო და გემთმშენებლობის საკითხებზე. ჰისაის კერძო ინვესტიციების ზოგიერთი ნაწილი ახლა კომპანია Mitsubishi-ის ჯგუფის შემადგენლობაში შედის. კერძოდ, მან შეიძინა Kobe-ს ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა, რომელსაც დღეს Mitsubishi Paper Mills ეწოდება. მან ასევე ხელი შეუწყო Kirin Brewery-ს დაარსებას. მისმა ბიძაშვილმა ტოშიამ Asahi Glass იაპონიის პირველი წარმატებული ფურცლოვანი მინის ბიზნესი წამოიწყო. მიცუბიშის მენეჯმენტში კიდევ ერთხელ განხორციელდა ცვლილებები იონოსუკეს ვაჟის კოიატას მიერ, რომელმაც კომპანიის მართვა 1916 წელს ჰისაის შემდეგ თავის თავზე აიღო. კოიატამ, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, განყოფილებები ნახევრად ავტონომიური კომპანიების სახით დაამტკიცა. მისი ხელმძღვანელობით, Mitsubishi გახდა ლიდერი ისეთ დარგში, როგორიცაა ჩარხების, ელექტრო მოწყობილობების და ქიმიკატების წარმოება. კომპანიები, რომლებიც ახლა Mitsubishi Heavy Industries შემადგენლობაში შედიან, აწარმოებენ მანქანებს, თვითმფრინავებს, ტანკებს და ავტობუსებს. თავის მხრივ, Mitsubishi Electric გახდა ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი კომპანია. ივასაკის ოჯახმა უარი თქვა Mitsubishi-ის სრულ მმართველობაზე, ჰოლდინგის მთავარ კომპანიაში წილის ღიად განთავსებით. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, დარჩენილი აქციების ნახევარზე მეტი უცხოელი ინვესტორების ხელში აღმოჩნდა. კოიატა ივასაკი კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებდა, რომ არ აყოლოდნენ ქსენოფობიურ განწყობებს, რომელმაც ომის დროს მთელი იაპონია მოიცვა. „ბრიტანელები და ამერიკელები ჩვენი პარტნიორები არიან“, - შეახსენა მან მიცუბიშის ხელმძღვანელებს საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე. – „ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ გვაქვს საერთო ბიზნესი და საერთო ინტერესები. როგორც კი მშვიდობა დადგება, ჩვენ ისევ კარგი და ერთგული მეგობრები გავხდებით”. ომის შემდეგ საოკუპაციო მოკავშირე ძალებმა იაპონიას მოსთხოვეს მსხვილი სამრეწველო საწარმოების გაუქმება. მიცუბიშის შტაბი 1946 წლის 30 სექტემბერს დაიშალა და მის საკუთრებაში არსებული კომპანიების უმეტესობა მცირე ბიზნესებად დაიყო. სავაჭრო დარგები 139 კომპანიად დაიყო. Mitsubishi Heavy Industries გადაიქცა სამ რეგიონალურ ფირმად. მიცუბიშის კომპანიების უმეტესობა იძულებული გახდა უარი ეთქვა სახელსა და ემბლემაზე საოკუპაციო ძალების ზეწოლის შედეგად. კორეის ომის დაწყებისთანავე, საოკუპაციო პოლიტიკა მოულოდნელად შეიცვალა რეკონსტრუქციის პოლიტიკით ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში. მიცუბიშის ზოგიერთმა კომპანიამ შეძლო აღდგენა და ძველი სახელისა და ლოგოს დაბრუნება. თუმცა, ამავე დროს, მათ შეინარჩუნეს ავტონომია. დამოუკიდებელმა კომპანიებმა იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე ამას ერთი ორგანიზაციის შემადგენლობაში ყოფნისას შეძლებდნენ. ამავე დროს, საერთო ისტორიითა და კორპორატიული კულტურით განპირობებული ერთიანობის გრძნობა, კვლავ ახდენს მათზე სასარგებლო გავლენას.