მომწოდებლები
„Warmhaus“, როგორც რადიატორების მწარმოებელი თურქეთის 4 და მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიას შორის ერთერთი კომპანიაა.
Warmhaus-ის წარმოება ბურსის პროვინციაში მდებარე ნილუფერის რაიონში მოდერნიზებული სისტემებით აღჭურვილ და ორგანიზებულ ინდუსტრიულ 27000 მ2 ფართობზე განლაგებული რადიატორებისა და 8000 მ2 ფართობზე განლაგებული მრავალფუნქციური საქვაბეების საწარმოების ზონაში მიმდინარეობს. ბრენდი, რომლის წარმოების მოცულობა წელიწადში ავტომატიზაციის სისტემებით აღჭურვილ 2.700.000 გრძივ მეტრ პანელურ რადიატორს და 150.000 ცალ მრავალფუნქციურ ორთქლის ქვაბს შეადგენს, პროდუქციის ექსპორტს 35-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
2017 წელს კომპანია Warmhaus-მა 3000 კვ.მ-ზე განთავსებული საწყობისა და გაყიდვების ოფისის მეშვეობით საკუთარი საქმიანობით საკმაოდ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა უაღრესად კონკურენტუნარიან ბრიტანულ ბაზარზე.
კომპანია Warmhaus, რომელიც მომხმარებლებს ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტურ გათბობის სისტემებსა და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს, მუდმივად ცდილობს განავითაროს საკუთარი კონცეფცია იმისთვის, რომ დაიკავოს ნომერ პირველი სასურველი ბრენდის ადგილი გათბობისა და კონდიცირების სფეროში და საკუთარი პროდუქტების შეთავაზებით გახდეს მსოფლიო მასშტაბის ბრენდი.
კომპანია Warmhaus 1996 წელს დაარსდა და წარმოადგენს Bey & ccedil elik Holding-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც აწარმოებს პანელურ რადიატორებს, მაღალი სიმძლავრის კედლის კონდენსაციურ ქვაბებსა და ფოლადის პანელურ რადიატორებს. Beyçelik ჰოლდინგს ასევე აქვს ფილიალები საავტომობილო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და დაზღვევის სფეროებში და ამჟამად თითქმის 5.000 ადამიანისთვის დასაქმების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
• მსოფლიოს 10 და თურქეთის 4 საუკეთესო რადიატორის მწარმოებელ კომპანიას შორის.
• 27.500 კვ.მ პანელური რადიატორებისთვის, ხოლო 8.000 კვ.მ ორთქლის ქვაბებისთვის განკუთვნილი წარმოების ობიექტები.
• 3.000 კვ.მ საწყობი და სავაჭრო ოფისი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.
• საერთაშორისო სერთიფიცირებული პროდუქტების ექსპორტი 35-ზე მეტ ქვეყანაში.
• 2.700.000 მეტრი პანელური რადიატორების წლიური წარმოება.
• 150,000 ერთეული ორთქლის ქვაბის წლიური წარმოება.
• წარმოების ხაზი მოდერნიზებული ავტომატიზაციის სისტემით.
ჩვენი ფასეულობები
ჩვენ ვქმნით დამატებით ფასეულობებს ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ჩვენს საქმიანობაში მთავარი ყურადღება ჩვენი შიდა და გარე მომხმარებლების მოთხოვნების მოსმენას და მათზე დროულ რეაგირებას ეთმობა, ამგვარად ვქმნით დამატებით ფასეულობებს მათთვის და ამით კიდევ უფრო ვუწყობთ ხელს ჩვენი საქმიანობის განვითარებას.
ჩვენი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ ღია და პოზიტიურია.
ჩვენ ჩვენს საქმიანობას მაღალი ენთუზიაზმით ვეკიდებით და ვიყენებთ ყველა ძალისხმევას წარმატებული შედეგების მისაღწევად, მაგრამ ამასთან ყოველთვის ვინარჩუნებთ პოზიტიურ დამოკიდებულებას გარეშე პირებთან ურთიერთობაში. ჩვენ ვუსმენთ ყველას აზრს და მოთხოვნას.
მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნესი, კომპანია და გარემო.
ყოველთვის ვეძებთ ჩვენი საქმიანობის და ჩვენი კომპანიის გაუმჯობესების მარტივ გზებს და დახმარებას ვუწევთ ჩვენთან აღნიშნული პირნციპით მომუშავე ყველა პირს. სისტემური მუშაობით ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაღალ ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ ცვლილებებს სამუშაოს შესრულების არსებულ მეთოდებში, და პრაქტიკაში ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდიკასა და ტექნოლოგიას.
ჩვენ ვართ კარგი რეპუტაციის მქონე და საიმედო კომპანია, რაც ჩვენივე საქმიანობაში დადებითად აისახება.
კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება ობიექტურ მონაცემებს. ჩვენ ყველას თანაბარ შესაძლებლობებს ვთავაზობთ და უპირველეს უპირატესობას სამართლიანობას ვანიჭებთ.